საზოგადოება
მთავრობის საქმიანობას კარგად მხოლოდ 9% აფასებს - NDI

   საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ NDI-ს საზოგადოებრივი აზრის მორიგ გამოკვლევაშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, კითხვას - როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას - 1% პასუხობს - ძალიან კარგად, 9% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 52%-ის შეფასება საშუალოა, 23% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 12% - ძალიან ცუდად.

NDI-ს საზოგადოებრივ კვლევაში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია მოსახლეობის დამოკიდებულებაზე თვითმმართველობის საკითხებთან, შეფასებულია ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. შეკითხვები შეეხება სამუშაო პირობებს, ასევე საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროპასთან.

კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდს მოიცავს. გამოკვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.