აქტუალური
"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება - ვოლსკი გოცირიძის განცხადებას პოლიტიკურ მანიპულაციას უწოდებს

       საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გამო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება. მმართველი გუნდის დეპუტატი ბიუროს სხდომაზე რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ მანიპულაციას უწოდებს.
ბატონი რომან გოცირიძე უბრუნდება იმ თემას, რომლისგანაც გარკვეული სკანდალის წამოწევა სცადანაციონალურმა მოძრაობამდა ახალმანაციონალურმა მოძრაობამ“. მაგრამ რეალურად ისინი გვთავაზობენ, რომ მილი, რომელიც რუსეთიდან გაზს გადასცემს სომხეთს, დაიცალოს, ულტიმატუმის ენით ველაპარაკოთ გაზის მომწოდებელს, სომხეთშიც შევქმნათ პრობლემა და რასაკვირველია ისიც, რომ საქართველოც გაზის მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე დავტოვოთ, - განაცხადა გია ვოლსკიმ.