აქტუალური
აშშ-ის შემდეგ ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება ნატო-მაც მიიღო

      საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბრგმა სააგენტო Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგი ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობს.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ავღანეთის ძალების საწვრთნელ მისიაში მონაწილე ნატოს სამხედროების რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზრდება.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსის რამდენიმე მოკავშირე და პარტნიორმა სახელმწიფომ უკვე განაცხადა, რომ ისინი ჩართავენ დამატებით სამხედროებს მისიაში
ნატოს გენერალური მდივანი ასევე მიესალმა ავღანეთის შესახებ დონალდ ტრამპის სტრატეგიას, რომლის თანახმადაც აშშ ავღანეთში დამატებით 3 ათას სამხედროს გაგზავნის.