სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

     საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული .. ნარკოდანაშაულისთვის სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული 3 შეკვრად დაფასოებული 0,0952 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.