აქტუალური
სოფელ ხელთუბანში მეფრინველეობის მინი ფაბრიკა გაიხსნა, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა და UNHCR-ის წარმომადგენლის მოადგილემ კრისტოფ ბიერვირთიმ გახსნეს. აღნიშნული მინი ფაბრიკის მშენებლობა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის „საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.