ანაკლიამ ინვესტორები ვერ დააინტერესა?!
![anaklia_2](images/stories/economics/anaklia_2.jpg)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ანაკლია-ზუგდიდის თავისუფალ ტურისტულ ზონაში მშენებლობის მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 30 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ განაცხადების მიღება 1 აპრილამდე გაგრძელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე ანაკლიაში სასტუმროების აშენების სურვილი 8 კომპანიამ გამოთქვა, მათ შორის 4 უცხოური კომპანიაა.