რელიგია
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსების ვიზიტი კათოლიკოს-პატრიარქთან

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ა.წ. 13 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ჰანს-იოახიმ კიდერლენი ეწვია. იგი ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას 9 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და კათოლიკოს-პატრიარქს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ესტუმრა.
ეპისკოპოსმა ჰანს-იოახიმ კიდერლენმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ახალი ეპისკოპოსი - მარკუს შოხი წარუდგინა, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან სოციალური და საქველმოქმედო თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.