სამართალი
ნიკოლოზ მჟავანაძე: სწორედ გრიგოლ ჯინჭარაძის ხელში განხორციელდა შავბნელი პროცესები რკინიგზაში!

      საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები ხშირად საუბრობენ რომ რკინიგზაში პრობლემებია, გადაზიდვებმა იკლო და ფინანსებიც შემცირდა. საქართველო მოსახლეობას ჯერჯერობით ამნეზია არ შეჰყრია და კარგად ახსოვს, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუდო საფუძველი რკინიგზის ქონების განიავებასა და რკინიგზის დეპარტამენტში დამნაშავე და კრიმინალი ადამიანების მეშვეობით ქვეყნის და შრომითი კოლექტივის წინააღმდეგ ბინძური მიზნების განხორციელებას. უახლოეს ხანშიუფლებადამცველთა გაერთიანება" აპირებს იმ ადამიანების მხილებას, ვინც ამ პროცესებში აქტიური როლი ითამაშა. ერთ-ერთი ასეთი ფიგურა გახლავთ გრიგოლ ჯინჭარაძე, რომელიც 2007-2009 - .. „საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტი კომერციული სამსახურის უფროსი გახლდათ, ხოლო 2009-2012 - .. „საქართველოს რკინიგზის" ფილიალსატვირთო გადაზიდვები" დირექტორის მოადგილე მარკეტინგისა და კომერციის დარგში. სწორედ ამ პერიოდში და ამ პიროვნების ხელში განხორციელდა შავბნელი პროცესები რკინიგზაში, რასთან დაკავშირებითაც ოფიციალური დოკუმენტაციაც გადაიგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურაში...", - წერს მჟავანაძე.