საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი დავით ფერაძე იქნება

      საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი დავით ფერაძე იქნება. ამ პოსტზე ის მამუკა ბახტაძეს შეცვლის.
განათლებით ეკონომისტი, 36 წლის დავით ფერაძე წარსულში თანაინვესტირების ფონდის შპს მტკვარი ჰესის დირექტორი იყო. ასევე მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში, საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და ქართუ ჯგუფში.
13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა. ფინანსთა მინისტრის პოსტი რკინიგზის ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვალა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა.