უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს არ დაესწრება

      საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს არ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში, მინსკი ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებულია. კერძოდ, ბიზნესის წარმოების პირობების გამარტივების კუთხით. ამასთან, ბელარუსის მიზანს არ წარმოადგენს ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პატრნიორობას განიხილავს როგორც არაპოლიტიზირებული ურთიერთქმედების განვითარების ინსტრუმენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამიტზე განიხილება დნესტრიპირეთში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და ანექსირებულ ყირიმში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ვითარების გაუარესების საკითხები.
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი 24 ნოემბერსაა ჩანიშნული.

imedinews.ge