აქტუალური
გორნაკაშვილი დაკავებულია

      საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. „კურიერის“ ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულია პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრი რივზან გორნაკაშვილი.
მისი მეზობლების ინფორმაციით, გორნაკაშვილი ხელოსანია და თბილისში სამუშაოს შესასრულებლად ხშირად უწევდა ჩასვლა.
მეზობლები განვითარებულ მოვლენებთან გორნაკაშვილის კავშირზე ინფორმაციას არ ფლობენ. მათ მისი დაკავების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყვეს.
გორნაკაშვილი იმ ბინის მეპატრონის ახლობელია, სადაც სპეცოპერაცია განხორციელდა.
ცნობილია, რომ ბინის მეპატრონის შვილი სოფელ დუისში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ის ამ დროისთვის თბილისშია გადაყვანილი,