აქტუალური
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა

      საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სამართალდამცავებს საავადმყოფოში მოინახულებს. სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი. სუს-ის ცნობით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი. ლიკვიდირებულია სამი.