მიწის პრივატიზება 2011 წლის 1მაისამდე უნდა დასრულდეს. თუ მოიჯარეები ამ ვადაში პრივატიზებას ვერ მოასწრებენ, "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის თანახმად, მოიჯარესა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება გაუქმდება და მიწა გაიყიდება.
2010 წლის 9 აგვისტომდე მიწის პრივატიზება მიწის გადასახადის ათმაგი მოცულობა ღირდა. 2010 წლის 9 აგვისტოდან კი, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, პრივატიზების საფასური მიწის გადასახადის ოცმაგ მოცულობამდე გაიზარდა.
მთავრობის №394 დადგენილებით, 2011 წლის 1იანვრიდან მიწის გადასახადის ახალი განაკვეთები დაწესდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, მიწის ხარისხისა და სახეობების მიხედვით. შესაბამისად, პრივატიზება საკმაოდ ძვირი ჯდება, ფერმერებს ფულის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. მაღალ საფასურთან ერთად საქმეს ისიც ართულებს, რომ პრივატიზაციის პროცესი დროებით შეჩერებულია.