აქტუალური
გაიყიდა "თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლი". მისი ახალი მფლობელი კერძო პირი ლიანა ჯინჭარაძეა.
ობიექტის საწესდებო კაპიტალი 495 280.00 ლარითაა განსაზღვრული. კლინიკას 16 497.00 ლარის დებიტორული და 25 448.36 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. აუქციონის პირობების თანახმად, კლინიკის ახალი მფლობელი ვალდებულია, სამშობიარო სახლს პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.