უცხოეთი
სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა

     საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა მთავრობის გადადგომის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა. ამიერიდან ყველა მინისტრი მოვალეობის დროებით შემსრულებელი იქნება.
შეგახსენებთ, დღეს სომხეთის პრემიერ მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეასრულებს.
სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანიანი მართალი იყო.

1tv.ge