საზოგადოება
რუსი ბიზნესმენები საქართველოს ეცნობიან

     საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის და ბელარუსის ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნეს, მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყნის წამყვან პოზიციებზე მსოფლიო რეიტინგებში ბიზნესის კეთების სიმარტივით და პოტენციური ინვესტორებისთვის არსებულ პრივილეგიებზე.
უცხოელი ბიზნესმენები მონაწილეობენ კონფერენციაში საქმიანი თანამშრომლობის დღეები“, რომელიც ორგანიზებულია დამსაქმებელთა ასოციაციისა და მწარმოებელთა ფედერაციის მხარდაჭერით. ღონისძიება 27 აპრილამდე გაგრძელდება.
კონფერენცია გახსნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ აგლაძემ.
საქართველო აზიისა და ევროპის საზღვარზე მდებარეობს. აქ ძალიან საინტერესო სატრანსპორტო გზები გადის. გვაქვს პირდაპირი რკინიგზა ჩინეთთან და ლონდონთან, რადგან ახლახან გაიხსნა აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული რკინიგზა, რომელსაც აზიიდან ევროპის კარიბჭეს უწოდებენ“, — განაცხადა აგლაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ინვესტირების კიდევ ერთი მიზეზია ეფექტიანი და კორუფციისგან თავისუფალი მთავრობა.
საქართველომ გადალახა ის ბოროტება, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ ქვეყანაში არსებობსეს არის კორუფცია. საქართველოში ეს მინიმუმამდეა დაყვანილი. იყო ცალკეული შემთხვევები, თუმცა აღკვეთეს და მკაცრად მოსთხოვეს პასუხი“, — ხაზგასმით აღნიშნა აგლაძემ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმენებისთვის საქართველო მიმზიდველი ხდება ლიბერალური სავაჭრო რეჟიმებით ევროპასთან, თურქეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან და ჩინეთთან.
ყველაფერი, რაც წარმოებულია წარწერითდამზადებულია საქართველოში“, განბაჟების გარეშე შეიძლება მიეწოდებოდეს ამ ქვეყნებში, ამიტომ სხვა ქვეყნების კერძო სექტორისთვის საქართველო თავისი წარმოებების გასახსნელად არის მიმზიდველი“, — აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.
კონფერენციაზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან. წელს ღონისძიებას პირველად ესწრებოდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები. კომპანია „წყალტუბო ექსპრესის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჩიხრაძემ ილაპარაკა, თუ რატომ არის მომგებიანი თანხების დაბანდება ტურისტულ სექტორში, კერძოდ, კურორტ წყალტუბოს აღდგენასა და რეკონსტრუქციაში.
დღეს წყალტუბოს ტერიტორიაზე 14 სასტუმრო და სანატორიუმია. ჩვენი მთავრობა, მათ შორის ქალაქის, აგვარებს საკითხებს, რათა რაც შეიძლება მალე აშენდეს სახლები იმ ჩამოსახლებულთათვის, რომლებიც ახლა ძველი სანატორიუმების ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რათა ეს სანატორიუმები შემდეგ გასაყიდად გაიტანონ“, — განაცხადა ჩიხრაძემ.
ამგვარად, წყალტუბო ელოდება ინვესტორებს, რომლებიც ამ ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენენ.
კონფერენციის ფარგლებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრები რუს ბიზნესმენებთან გაიმართება. სტუმრები დაათვალიერებენ თბილისის სამშენებლო მოედნებს და თბილისის და ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.