საზოგადოება
ლეიბორისტები მოსახლეობას 15 თებერვლის აქციაზე იწვევენ

telasi2ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა მეტრო "მარჯანიშვილთან" სხვადასხვა სახის ფლაერები დაარიგეს. ისინი კომუნალური გადასახადების ერთიანი ქვითრის გაუქმებას მოითხოვენ, ამასთან, მათ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშაბათს, 15 თებერვალს, 13:00 საათზე, ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით "თელასის" ცენტრალურ ოფისთან გაიმართება საპროტესტო აქცია, რითაც ლეიბორისტები კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემის გაუქმებას მოითხოვენ.

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, რომ კომუნალური გადასახადის ერთიანი ქვითარი არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო არ უნდა იყოს. პაატა ჯიბლაძის განცხადებით, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს.