აქტუალური
პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა

     საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა და შესაბამისი განკარგულება გამოსცა:

საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა.

7 დღის ვადაში მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა წარადგინოს.