აქტუალური
ემზარ კვიციანი დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვს

     საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი 12 აგვისტოს – დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვს.

ემზარ კვიციანმა შესაბამისი ცვლილებები „შრომის კოდექსში“ მოამზადა, რომელთა ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტის მიღების მიზეზია 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის დაფასება და ამ საამაყო დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება. დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ძლიერი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეროვნული გამარჯვების დღეა. დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადება მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების კუთხით“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დიდგორობის დღესთან დაკავშირებით მეცხრე მოწვევის პარლამენტში ცვლილებები მომზადებული აქვს უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიასაც. კერძოდ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დიდგორის ომის დღის - 12 აგვისტოს „დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადებასა და უქმედ დაწესებას, თუმცა კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.