სამართალი
მთავრობა საერთო სასამართლო სისტემაში კომერციული პალატების შექმნის ინიციატივით გამოდის

     საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა საერთო სასამართლო სისტემაში კომერციული პალატების შექმნის ინიციატივით გამოდის.

რეფორმის პროექტის წარდგენა საზოგადოებისათვის უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამის შესახებ ლაპარაკია სამთავრობო პროგრამაში – „თავისუფლება, კეთილდღეობა, სწრაფი განვითარება“.

კომერციული პალატები კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე იქნება სპეციალიზებული.

სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ რეფორმის შედეგად მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე კომერციულ და საგადასახადო დავებზე.

ახალი სამთავრობო პროგრამა პარლამენტს უკვე წარედგინა.