საზოგადოება
გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებისგან სარიტუალო ვაუჩერების დარიგებასაც არ გამორიცხავს

cagaraპარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ხელისუფლების უახლოეს მომავალში მოსახლეობას სარიტუალო ხარჯების დასაფარად, 40-ლარიან ვაუჩერებს დაურიგებენ. "ეს არის ირონია იმ ქმედებებზე, რასაც ხელისუფლება დღეს ახორციელებს ქვეყანაში", – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. რაც შეეხება სასურსათო ვაუჩერს, ცაგარეიშვილი თვლის, რომ ასეთი ვაუჩერის განაღდება არალოგიკურია, ვინაიდან მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა აიძულოს კერძო მეწარმე ხელისუფლებამ, რომ ვაუჩერზე გასცეს პროდუქტი. ,,როდესაც ენერგოვაუჩერს ის ოჯახები იღებენ, რომლებიც 200 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ, სასურსათო ვაუჩერს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც მეტს ჭამენ?“– აინტერესებს დეპუტატს.