საზოგადოება
20–ლარიანი „ქველმოქმედება“ 400–დოლარიანი „ბარბერის“ შარფით

marika2პარლამენტის წევრმა მარიკა ვერულაშვილმა კუთვნილი 20–ლარიანი ენერგოვაუჩერი 78 წლის პენსიონერ ეთერ ვაშაკიძეს გადასცა. ვერულაშვილი ვაშაკიძეს სახლში თავად ესტუმრა და, ნაციონალური ტელეარხების მეშვეობით, საზოგადოებამ მორიგი „პიარ–აქცია“ იხილა.

როდესაც დეპუტატმა პენსიონერს ვაუჩერი გადასცა, ტელეკამერისკენ კომუნალური გადასახადების ქვითარი მოაბრუნა და აღნიშნა, რომ ქალბატონი ყოველთვიურად 2,40 ლარის ღირებულების ელექტროენერგიას მოიხმარს და ამდენად, ვაუჩერი 7,8 თვის განმავლობაში ეყოფაო.

სინამდვილეში მან ქვითარზე აღნიშნულ დასუფთავების სამსახურის მომსახურების გადასახადზე მიუთითა. როგორც ჩანს, დეპუტატმა არც იცის, ქვითარზე სად არის აღნიშნული ელექტროენერგიის დანახარჯი.

 

ვერულაშვილის მსგავსად სხვა დეპუტატებიც და მთავრობის წევრებიც მოიქცნენ. ყველა სიუჟეტში ნათლად ჩანს, რომ „ტელეშოუების“ მეშვეობით ხელისუფლების წარმომადგენლები სიღატაკეში მყოფი ხალხის მხრიდან მადლობების გადახდისა და "ვალში ყოფნის" ტენდენციის გაღვივებას ცდილობენ.marika

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ვერულაშვილი მოხუცს მომავალში დახმარებასაც დაჰპირდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დაპირება დაპირებად დარჩება, რადგან დეპუტატს, რომელსაც „ქველმოქმედებისას“ „ბარბერის“ ფირმის 400 აშშ დოლარიანი მარტო შარფი ეკეთა, გაჭირვებული მოხუცის დახმარება რომ სდომებოდა, დღესვე შეეძლო.