საზოგადოება
დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

dasavlet_saqartveloმაღალმთიან რაიონებში ისევ დიდთოვლობაა. პრობლემები ამჯერად ჭიათურის რაიონის მაღალმთიან სოფლებშია. აქ თოვლის საფარმა თითქმის 3 მეტრს მიაღწია. ისევ 4–მეტრიანი თოვლის საფარია აჭარის მაღალმთიანეთში.

ხულო-გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გზა ჩაკეტილია. რთულ მონაკვეთად რჩება და გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი მესტიის მიმართულებითაც.