საზოგადოება
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ახალი დეტალები 104 წლის შემდეგ

iliaaდღეს, 21 თებერვალს, მწერალი ნოდარ გრიგალაშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს და თავის ახალ წიგნზე "თანამდევი სული (ილია და მისი ეპოქა)" ისაუბრებს.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განმარტავენ, ორტომეულში ავტორი დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით დეტალურად აღწერს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას, მოღვაწეობას და, ზოგადად, ილიას ეპოქას.

განსაკუთრებულ ინტერესს წიგნის ის ნაწილი იწვევს, სადაც ილიას მკვლელობის დეტალებია აღწერილი. დღემდე უცნობი საარქივო მასალების კვლევის საფუძველზე  ავტორი მკვლელობის მოტივის, მისი დამკვეთებისა და ორგანიზატორების შესახებ საზოგადოებას სრულიად ახალ ვერსიას სთავაზობს.

წიგნი საინტერესოა როგორც სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის, ასევე ილიასა და მისი ეპოქის მკვლევართათვის.

წიგნის პრეზენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 17:00 საათზე გაიმართება.