საქართველოს მთავრობამ მემორანდუმი გააფორმა თურქული კომპანიის Agaoglu Group–ის შვილობილ კომპანიასთან მდინარე ფარავანზე სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე.
ასევე გაფორმდა შეთანხმება, "ენერგო-პრო ჯორჯიას", საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და თურქულ კომპანია TEİAŞ-ს შორის 154 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ,,ბათუმი-მურაკლი” მშენებლობასთან დაკავშირებით.
ნოემბერში საქართველომ 150–მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება თურქულ Kolin Construction, Tourism Industry and Trading Co. Inc.–ს მიანდო 105.7 მგვტ–ის სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის კასკადის ასაშენებლად მდინარე ტეხურაზე.
როგორც ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციას მომდევნო 7–8 წლის მანძილზე 5 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვის პოტენციალი გააჩნია. იგეგმება, რომ 2015 წლისთვის საქართველოს 17 ახალი ჰიდროელექტროსადგური შეემატოს.