აქტუალური
ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებში მომუშავეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა უკვე მიაკითხეს. მათი ვიზიტის საფუძველი კი 2010 წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებაა, რომლის თანახმად,
ინიციატივის მესვეურთა განმარტებით, ამგვარი ცვლილება განპირობებულია იმ აუცილებლობით, რომ სახელმწიფო, პირველ რიგში, უნდა იცავდეს მესამე პირის უფლებებს. უძრავი ქონების შემძენ პიროვნებას არ ჰქონდა ინფორმაცია, იყო თუ არა ქონება დატვირთული იჯარით, ქირავნობით, თხოვებით და სხვ. თუმცა ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში მომუშავეები აღნიშნავენ, რომ მთავრობა ამ გზით ბიუჯეტის შესავსებად ახალ საშუალებას ეძებს, რადგან ყოველი ასეთი გარიგების რეგისტრაცია 50 ლარი ღირს.