რელიგია
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვოლკოვმა კომენტარი გააკეთა ყოფილი „კიევის საპატრიარქოს“ მეთაურის ფილარეტის განცხადებაზე, რომელმაც თავის თავს კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის პატრიარქი უწოდა.
„ამ რასკოლნიკებს შეუძლიათ, თავი ნებისმიერ ვინმედ გამოაცხადონ - თუნდაც სრულიად რუსეთის პატრიარქად, თუნდაც სრულიად აფრიკის, თუნდაც მთლიანად გალაქტიკის. ეს ყველაფერი ცირკს ჰგავს და მეტს არაფერს! ყოველგვარი არაადეკვატური ქმედებებისთვის არანაირი შერაცხადი შეფასება არ შეიძლება არსებობდეს“, - უთხრა მან რადიოსადგურს "Говорит Москва".
დოკუმენტი, რომელშიც ფილარეტმა თავისი ტიტული აღნიშნა, ფეისბუქში გამოაქვეყნა პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა.