რელიგია
ანტიოქიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის „ახალი ეკლესია“ არ აღიარა

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. „პატივი უნდა ვცეთ სხვა ადამიანების რწმენას, ღირებულებებს, პოლიტიკური ჩარევა კი დაუშვებელია. როცა პოლიტიკა ეკლესიის შიდა საქმეებში ერევა, მაშინ, სამწუხაროდ, ის ხდება, რაც ახლა უკრაინაში გვაქვს. ყველა პრობლემის საეკლესიო გადაწყვეტა უნდა ვეძიოთ.

ანტიოქიის ეკლესიამ უკვე რამდენჯერმე სთხოვა პატრიარქ ბართოლომეოსს - სიყვარულის სულისკვეთებით - რომ ყველა ერთად შევხვდეთ და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ვიმსჯელოთ. რომ მან მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრები მოიწვიოს მართლმადიდებელ სამყაროში არსებულ ყველა პრობლემაზე, განსაკუთრებთ კი ამ თემაზე სალაპარაკოდ. ჩვენ სხვა ეკლესიების წინამძღვრებთან (ალექსანდრიის, სერბეთის პატრიარქებთან, კვიპროსის, ელადის, ალბანეთის არქიეპისკოპოსებთან) ერთად შევეცადეთ, რომ ყველა ერთად შევხვედროდით და ამ თემაზე გვემსჯელა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა.

მაგრამ ასეთ შემთხვევებში ყოველთვის საჭიროა დიალოგი, საჭიროა თანხმობა მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. იმის თაობაზეც, რაც უკრაინაში მოხდა, „ახალი ეკლესიისწარმოქმნაზე, უნდა არსებობდეს კრების აზრი, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება. ეკლესია ავტოკეფალური რომ გახდეს, აუცილებლად უნდა არსებობდეს სრულიად მართლმადიდებელთა კონსენსუსი. და მითუმეტეს, დედა ეკლესიის თანხმობა, რომელსაც ის ეკუთვნის... მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობა - ყველაფრის საფუძველია. როგორც ცნობილია, ქრისტეში არ არის არც ელინელი და არც იუდეველი“, - განაცხადა, კერძოდ, „რია ნოვოსტისთანექსკლუზიურ ინტერვიუში ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე X-.