რელიგია
საქართველოს საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ითხოვს

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს თხოვნით მიმართავს, ე.წ. ციანიდის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას.

მოგესალმებით დიდი პატივისცემით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მოგმართავთ შემდეგი თხოვნით.

მოგეხსენებათ, .. ციანიდის საქმეს ადევს გრიფისაიდუმლო“, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას. მით უმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე. ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.