რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (28.07.2019)

 საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი.

ჩვენთან არს ღმერთი

დიდება და მადლობა უფალს!

ჩვენ ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა. როცა ვლოცულობთ, უპირველეს ყოვლისა, ვთხოვთ ხოლმე უფალს ჩვენი გაჭირვებისა გამო და გვავიწყდება მადლობის გადახდა. წყალობა კი უფლისა მუდმივად ეფინება ქვეყანას, მთელს მსოფლიოს.

მე მინდა გავიხსენო დღეს ერთი ლოცვა, რომელიც ჩვენ შევიყვარეთ, – ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო!”

ეს ლოცვა წარმოიშვა ორთაჭალის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, როცა კომუნისტების დროს იქ ჩვენი ბიბლიოთეკა იყო. ნიკოლოზობას საღამოს მივდიოდით ხოლმე თითქოს წიგნების წასაკითხად(მაშინ ამ ტაძარში მსახურება აკრძალული გვქონდა), სინამდვილეში ჩვენ პარაკლისს ვასრულებდით და ერთ-ერთი პარაკლისის დროს თითქოს მიკარნახა უფალმა – ,,დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო” და იმის შემდეგ ჩვენ ვგალობთ ამას. ეხლა ყველამ ერთად ვიგალობოთ ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო.”

მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას.

დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო

დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო

დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო

უფალი ჩვენთანაა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დალოცვილი და გახარებული იყავით. ნუ შეგეშინდებათ დაღლილობის. უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს. დალოცვილი იყავით თქვენ და საქართველო და მთელი მსოფლიო.

ჩვენთან არს ღმერთი!