პუბლიკაციები
შემოდგომაზე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი და კიდევ რამდენიმე მინისტრი ეყოლება - არნო ხიდირბეგიშვილი

     “საქინფორმის მთავარი რედაქტორის პასუხებიდან რუსული საინფორმაციო სააგენტოების კითხვებზე.

- ბოლოხნის პუბლიკაციებში თქვენ ხშირად აღნიშნავდით პრემიერი ბახტაძისა და რამდენიმე მინისტრს, კერძოდ კი, შერიგების მინისტრციხელაშვილსამსახურებრივ შეუსაბამობას. გუშინ კი ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მათი მოახლოებული გადადგომის შესახებ ...

- ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებების პირველი ეტაპი იქნება მინისტრთა კაბინეტში - თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე ექვემდებარებიან გადაუდებელ ჩანაცვლებას, მაგრამ ამის გაკეთება უფრო რთული იქნება, რადგან ისინი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ნატოს ნომენკლატურაა.

- უკვე იცით, ვინ დაიკავებს მათ ადგილს? როგორც ამბობენ, ციხელაშვილ საქართველოს ელჩად აგზავნიან გერმანიაში…

- ბიძინა ივანიშვილი იმდენჯერ „დაიწვა" საკადრო ექსპერიმენტებზე, რომ ამჯერად ის არ გარისკავს. ის კი არა, ნეტავ 5 წელი გაუძლოს „ნეტარ” ზურაბიშვილს! იმის გათვალისწინებით, რომ ამოიწურა ერთწლიანი ვადა, რომელიც ივანიშვილმა ხალხს სთხოვა "ბოლოჯერ ქვეყანაში ვითარების გამოსაწორებლად", პრემიიერად შესაძლოა თავად ივანიშვილი დაბრუნდეს, რომელმაც 2013 წელს, როცა ნებაყოფლობით დატოვა პრემიერ-მინისტრობა, დაბრუნების პირობა დადო "თუ საქმეები ძალიან ცუდად წავა". ახლა სწორედ ასეთი მომენტია.

- პრემიერი გახდება მხოლოდ ივანიშვილი, თუ სხვა პროგნოზებ გაქვთ?

- არსებობს სხვა სათადარიგო ვარიანტებიც, მაგალითად, ამჟამინდელი შს მინისტრი გახარია. შეიძლება დააბრუნონ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც, თუმცა ივანიშვილი ამ უკანასკნელს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ინახავს.

- ნუთუ საქმეები ისე ცუდად მიდის საქართველოში, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის უპრეცედენტო დაბრუნება, თუკი ეს, რა თქმა უნდა, მოხდა, გადაუდებელი საჭიროება გახდა?

- ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს?! ეკონომიკა ინგრევა, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების გამო, ლარი გადაიქცა კუპონად, სააკაშვილის მიერ წაქეზებული ოპოზიცია მთლად გამხეცდა ... მადლობა ღმერთს, რომ რუსეთმა არ წამოიწყო ომი საქართველოსთან, რისი სრული უფლებაც ჰქონდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ფიზიკურად შეურაცხჰყო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი გავრილოვი! ეს რომ ამერიკელი კონგრესმენისთვის გაეკეთებინათ, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიამზიდები დიდი ხნის შემოსული იქნებოდნენ თბილისში მდინარე მტკვარზე! მაგრამ რუსეთი არ აკეთებს ამას, თუმცა შეუძლია თბილისამდე გასროლის გარეშე მივიდეს. ”შეწყვიტეთ რუსეთის უკანონო ბორდერიზაცია!” - ყოველდღიურად გაჰკივის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთელი მსოფლიოს გასაგონად! და რა?! აშშ, ნატო, ევროკავშირი, გაერო, ეუთო ან PACE - ჩაერია ვინმე?!

2019 წლის 16 აგვისტო
საქართველო, თბილისი