პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: გარეული მოვიდა, შინაური გააგდოო!

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. უცხოელმა სტუმარმა - აშშ-სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, „Freedom House“– ის ყოფილმა დირექტორმა და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხების უფროსმა დირექტორმა, ამერიკელმა დევიდ კრამერმა - თბილისში კონფერენციიდან გააძევა საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქალი და ქართველი ირმა ინაშვილი.

   და იცით, რა არის იმის მიზეზი?! ის კი არა, რომ მას, ისევე როგორც ბევრ ევროქართველს, არ წაუკითხავს ვაჟას "სტუმარ-მასპინძელი" და ილიას „ქვათა ღაღადი“! არამედ ის, რომ ორი თვის წინ ჩვენ, ქართველებმა დავარტყით და ვაგინეთ სტუმარს, რომელსაც ვადვე მოვიწვიეთ - თბილისში დაბადებული და გაზრდილი, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული რუსი სერგეი გავრილოვი! მართლმადიდებლობის მსოფლიო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რომელმაც პატივი დაგვდო და დაგვთანხმდა ასამბლეის მორიგი სესიის ჩატარებათბილისში! თანაც ჩამოიყვანა რუსი პარლამენტარების დელეგაცია - აჰა, ნახეთ რა სტუმართმოყვარე ქვეყანაა ჩემი მშობლიური საქართველო! აი, რა კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობსიქ!

   ჰოდა, ნახეს და არასდროს დაგვავიწყდებათ ..,”, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook-გვერდზე.