უცხოეთი
რობერტ ქოჩარიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქოჩარიანის ადვოკატების ინიციატივა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

ქოჩარიანის ადვოკატს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება აქვს. სასამართლოს მიმდინარეობისას შენობასთან ქოჩარიანის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილები. მათი ერთი ნაწილი სკანდირებდა – „ქოჩარიანი გმირია“, მეორე ნაწილი კი ამბობდა, რომ „ქოჩარიანი მკვლელია“.

ქოჩარიანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში ადანაშაულებენ. ის სომხეთის პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა.

1tv.ge