სამართალი
ვლადიმირ პუტინის პასუხი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს: რა მოხდა ერევანში

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან ერთად ერთობლივი ფოტოს გადასაღებად მივიდა. რა მოხდა ამ დროს, იხილეთ ვიდეოში.

ერევანში, პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელთან ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტი პუტინი სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლა ფაშინიანთან და ევრაზიული კავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად რეზიდენციაში შედიოდა. ქართული ტელეარხის „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა მას შორიდან დაუსვა კითხვა: „როდის დაიწყებთ 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებას?“ რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა ასევე შორიდან უპასუხა: „ჩვენ მათ ყოველთვის ვასრულებთ“.