უცხოეთი
დონალდ ტრამპი იმპიჩმენტში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხედავს

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენლობით პალატაში დონალდ ტრამპს ბრალი დაუმტკიცდება, ის უკვე სენატს გადაეცემა და სწორედ ეს ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას სახელწიფოს ლიდერის შემდგომი ბედის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი „დემოკრატების“ მიერ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა დაინახა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ აკაუნტზე დაწერა:

„ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს იმპიჩმენტი კი არა, სახელმწიფო გადატრიალებაა, რომელიც მიმართულია ხალხისთვის ხელისუფლების, ხმის, თავისუფლების... რელიგიის, არმიის, საზღვარზე კედლისა და ღმერთისგან მინიჭებული, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის უფლებების წართმევისკენ“, – წერს შეერთებული შტატების ლიდერი.

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი „დემოკრატები“ პრეზიდენტ ტრამპს ბრალს იმაში სდებენ, თითქოს მან უცხოეთის სახელმწიფოს სთხოვა, დახმარებოდა არჩევნებში პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დისკრედიტაციაში. პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.

იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენლობით პალატაში დონალდ ტრამპს ბრალი დაუმტკიცდება, ის უკვე სენატს გადაეცემა და სწორედ ეს ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას სახელწიფოს ლიდერის შემდგომი ბედის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სენატში უმრავლესობას ტრამპის თანაპარტიელები – „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ.

sputnik-georgia.com