სამართალი
პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ უნდა შეცვალოს

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ უნდა შეცვალოს.

ირაკლი ზარქუა ამჟამად თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 51-ე ნომერია.

ამასთან, სიის მიხედვით, პარლამენტში გასულ კვირას შოთა შალელაშვილი ლევან მგალობლიშვილმა შეცვალა.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, საქართველოს პარლამენტისა და დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მან 7 ოქტომბერს განაცხადა.