სამართალი
მთავრობამ პარლამენტს სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა, რომელიც ამ დროისთვის უწყების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი მოადგილეა.

სუს-ის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. გომელაურმა პოსტზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, მთავრობას ჩაუდგა სათავეში.

ლილუაშვილის კანდიდატურის შემდგომი განხილვის საკითხზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

ლილუაშვილი სუს-ში 2017 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მანამდე იგი პარლამენტის წევრი იყო – მეცხრე მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ედგა სათავეში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი ის თბილისის მერის მოადგილე იყო.