საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია - ანდრეი რუდენკო

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, საჭიროა, ურთიერთობებში კრიზისამდე არსებულ მდგომარეობამდე დაბრუნება. ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება რუსეთის ვიზების გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს საკითხი ნამდვილად მუშავდებოდა ივნისის მოვლენებამდე.

რუდენკოს თქმით, „შეზღუდვები რუსეთის მიერ დაწესდა უხეში ანტირუსული პროვოკაციის საპასუხოდ, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში თბილისში მოხდა“.