რელიგია
პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქს "პიდარასტი" უწოდა! - საქინფორმი

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მთავარი რუსოფობი, მიხეილ სააკაშვილი თანამოაზრე და მისი ოჯახის აღმსარებელი, ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტრცაავა, წმიდა სინოდის გუშინდელ კრებაზე წამოხტა და, ისტერიკაში მყოფი, ილია მეორეს მივარდა. სახის წინ თითების ქნევით, ისე, რომ კინაღამ შეეხო, ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესყველაზე ბინძურუცენზურო სიტყვებით ამკობდა, მათ შორის "პიდარასტით, რომელიც შეპყრობილია მამათმავლობის ცოდვით". ილია მეორესა და წმინდა სინოდის წევრების მიერ სინანულისკენ განმეორებითი მოწოდებების მიუხედავად, იგი ხულიგნობას განაგრძობდა, რის შემდეგაც მეუფეებმა იგი სხდომიდან გაიყვანეს, რომელიც მის გარეშე გაგრძელდა.

საპატრიარქოს ეზოდან ქუჩაში გასვლის შემდეგ, პეტრცავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წმიდა სინოდის თავმჯდომარემ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, უსამართლოდ ჩამოართვა მას მღვდელმთავრის წოდება და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გაათავისუფლა იმის გამო, რომ მან ჰომოსექსუალიზმში ამხილა.

წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მიმაჩნია, რომ მან უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტიის ცოდვის მხილება!”

ვინ ამხილეთ, მეუფევ?”, - ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა, როდესაც ის სწრაფი ნაბიჯით მიემართებოდა მანქანისკენ, რაზეც პეტრე ცაავამ უპასუხა: სინოდის თავმჯდომარე!!! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი!!! ერს ჰყავს პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის!” (ვიდეო იხ. აქ).

მომხდარის უპრეცედენტობის მიუხედავად, საქინფორმი აღნიშნავს, რომ ეს ლოგიკური შედეგი იყო "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში და დღემდე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II- მიმართ არანაკლებ ბინძური შეურაცხყოფის ზვავისა პრეზიდენტ სააკაშვილის ყველა თანამოაზრის მხრიდან - "ნაციონალური მოძრაობის" თანაპარტიელების, სოროსის მიერ შექმნილი ენჯეოების, მედიისა და თავისუფლების ინსტიტუტის“ - ე.წ. "ნეოლიბერალები - ლიბერტარიანების", რომლებეკლესიებს სატვირთო მანქანებით ანგრევდნენ და რომლებსაც ქართველი ხალხი დიდი ხანია ლიბერასტებს უწოდებს.