საზოგადოება
ივანიშვილმა „გადააგდო“ ხალხი და ახლა ხალხმა უნდა „გადააგდოს“ ივანიშვილი! - გიგი უგულავა

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

ის გამოეხმაურა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ხალხი "გადააგდო".

"ივანიშვილმა გადააგდო ხალხი და ახლა ხალხმა უნდა გადააგდოს ივანიშვილი. როგორ? როგორც მოახერხებს, ისე. მას შემდეგ, რაც დღეს მოხდა, მთლიანად "ქართული ოცნება" მთავრობა და მისი დამსმელი ივანიშვილი აბსოლუტურად გავიდა კანონის, ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან. დიქტატურა ეს არის, როდესაც კანონი აღარ მოქმედებს მმართველ ელიტაზე და მოქმედებს მარტო ადამიანებზე. ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია საზოგადოებას აძლევს თავისუფალი ნების გამოხატვის უფლებას, რაც ნიშნავს აჯანყების უფლებას, როდესაც თქვენ მე წამართმევთ არჩევნების უფლებას. დღეს დამთავრდა არჩევნების თეორიული შესაძლებლობა, აქამდე თუ ყალბდებოდა, დღეს ივანიშვილმა გააუქმა საქართველოში არჩევნები და ეს უტიფრად თქვა პირდაპირ ყველა დეპუტატმა, რომ ოპოზიციამ რომ არ მოიგოს, ამიტომ სამართლიან პრინციპზე არ გადავდივართო", - განაცხადა უგულავამ.