სამართალი
ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს [ვიდეო]

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს შეძახილებით – „მიშას მონებო“ (ვიდეო იხ. აქ).

ამავე სიტყვებით მიმართეს მათ პარტიის წევრ გრიგოლ ვაშაძეს და სხვა ლიდერებს, რომლებიც ქუთაისის ოფისში ბრიფინგის გასამართად ჩავიდნენ.