უცხოეთი
დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინი ყველაფერს დაკარგავს, თუ მტრულ დამოკიდებულებას განაახლებს

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფხენიანს დენუკლეარიზაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „ყველაფერს დაკარგავს“, თუ მტრულ დამოკიდებულებას განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანია და თუ მტრულად მოიქცა, დასაკარგი ბევრი აქვს, ფაქტობრივად ყველაფერი. მან ჩემთან ერთად სინგაპურში დენუკლეარიზაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი,“- წერს ტრამპი სიცოალურ ქსელ „ტვიტერში.“

შეგახსენებთ, გუშინ ჩრდილოთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა სოჰაეს სარაკეტო ბაზაზე „ძალიან მნიშვნელოვან“ გამოცდას წარმატებით ახორციელებდა. თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციაში არ აკონკრეტებენ, რა სახის ტესტი ტარდება. „ამ ტესტის შედეგები მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული პოზიციის ცვლილებაზე ,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

interpressnews.ge