უცხოეთი
სანქციების დაწესების შემთხვევაში, თურქეთი აშშ-სთვის ინჯირლიკის ავიაბაზის დახურვით იმუქრება

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. სანქციების დაწესების შემთხვევაში, თურქეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ინჯირლიკის ავიაბაზის დახურვით იმუქრება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„ჩვენ ყველაზე ცუდ სცენარს შევაფასებთ და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს თუ დააწესებს, დღის წესრიგში, შესაძლოა, ინჯირლიკის ავიაბაზის საკითხი დადგეს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუს დროს.

ცოტა ხნის წინ, თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ეს-400“-ის შეძენამ ვაშინგტონისა და ანკარის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია. ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ ამის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ.

1tv.ge