სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილსა და რამდენიმე პირს შორის ღამით პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. 11 დეკემბერს, ღამით, პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლებსა და რუსთაველზე განთავსებულ კარვებში მყოფ პირებს შორის მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილეობდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

ინციდენტის განმუხტვა პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავეს. უწყებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწო, რაც ძალადობას გულისხმობს.