სამართალი
რომან გოცირიძესა და დაჩი ბერაიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ დაჩი ბერაიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო იხ. აქ).

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს ორივე დეპუტატი.

დაჩი ბერაიას თქმით, რომან გოცირიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მისი მხრიდან რეაქცია მოჰყვა.