საზოგადოება
ლეონიდ კალაშნიკოვი - სალომე ზურაბიშვილს: თქვენი ქვეყანა გახდა სახიფათო!

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. თქვენი ქვეყანა გახდა სახიფათო, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წევრმა ლეონიდ კალაშნიკოვმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროსაბჭოს საპალამენტო ასამბლეის სხდომაზე განუცხადა.

საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. თქვენს ქვეყანაში გაიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია, თუმცა თქვენ, როგორც სტუმართმოყვარე პრეზიდენტმა, არ დაგმეთ დელეგაციის წევრის ცემის ფაქტი.

ასე რომ, თქვენი ქვეყანა გახდა სახიფათო, არა მარტო პოლიტიკური თავისუფლებების, რელიგიური წარმომადგენლების, ებრაელებისთვის, ეროვნული უმცირესობისთვის და ქალებისთვის, არამედ პარლამენტებისთვისაც“,- განაცხადა კალაშნიკოვმა.