პუბლიკაციები
„ქართული ოცნებისთვის“ ჭეშმარიტების მომენტი დგება - საქინფორმი

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები 4 თებერვლიდან განახლდება.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, მოხდება როგორც პარლამენტის შენობის, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების პიკეტირება.

დეპუტატის ცნობით, აქციები გადაინაცვლებს რეგიონებშიც.

აქციები იქნება მანამდე, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. შედეგია, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის ფორმირება. თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, პროტესტები იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ ჩამოიშლება. გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე ან „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს საგარეო და საშინაო ზეწოლას. მისი მომავალი ხალხის ნებით იქნება განსაზღვრული, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა. როცა საჭიროება იქნება, პარლამენტის ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა უმრავლესობას კომფორტულ ვითარებაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ”, – განაცხადა გოცირიძემ.

საშემოდგომო სესიიდან საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს და პლენარულ სხდომებს არ ესწრება.

მაშ ასე, მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ჭეშმარიტების მომენტი დგება. რვაწლიანმა საკადრო ართურმამ და მიღწეული წარმატებით ტკბობამ, საეჭვო პოლიტიკურრესურსის გამოყენებით -სამაგიეროდ, ჩვენ არ ვართ ჯალათები და მკვლელები, სააკაშვილის გუნდის მსგავსად!”- სრულად ამოწურთავი. დღეს, ივანიშვილის "ფხვიერ" პარტიას უპირისპირდებიან სააკაშვილის პრინციპული, კარგად სტრუქტურირებული და გააავებული პარტიები, თავისი სატელიტებით - ნათელაშვილით, ბურჯანაძითა და სხვა განაწყენებულებით, რომლებსაც ივანიშვილმა ფული არ ან არასაკმარისი გადადა - გუბაზი, ბესელია და სხვ.

თუმცა, მმართველ პარტიას კოზირი აქვს და ეს ივანიშვილის მილიარდები კი არა, ქართველი ხალხია, მათი აღშფოთება იმის გამო, რომ "ნაციონალებმა" კვლავ აიმაღლეს ხმა ივანიშვილის ხელისუფლების გამოისობით. და თუ დღეს ივანიშვილის პარტია - ა - დამნაშავეებსაკადრისს მიუზღავს; ბ - განაახლებს თავირიგებს პატრიოტებით; გ - თუნდაც მცირედიდახმარება მოშიმშილხალხს, შეჩერეინფლაციადა შექმნას სამუშაო ადგილებს; დ - დაარეგულირებს ურთიერთობებს რუსეთთან, მაშინ ოქტომბრის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პირწმინდა გამარჯვება გარანტირებული ქვს, თუნდაც აშშ-დან კიდევ 100 წერილი გამოგზავნონ!