სამართალი
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩია

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურას გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.

პლენარულ სხდომას თავად ნინო ქადაგიძეც დაესწრო. მან საკუთარი ხედვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გუშინ წარუდგინა, სადაც მისი მოსმენა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნინო ქადაგიძემ დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთა გატარებასაც უზენაეს სასამართლოში აპირებს.