პოლიტიკა
აფხაზეთის ე. წ. მთავრობას სათავეში ალექსანდრე ანქვაბი ჩაუდგება

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრი, ყოფილი „პრეზიდენტი“ ალექსანდრე ანქვაბი გახდება. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასლან ბჟანიას თქმით, სხვა საკადრო ცვლილებები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის და მოლაპარაკებების გამართვას ყოფილ ოპონენტთან, ადგურ არძინბასთან გეგმავს.

პრესკონფერენციაზე, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ აფხაზეთში ყველა სფეროში არის პრობლემები, კერძოდ, ჯანდაცვის, სამართალდაცვის, კულტურისა და სპორტის მიმართულებებში.

ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი 2011-2014 წლებში იყო. აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 22 მარტს ჩატარდა. ე.წ. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო.