რელიგია
ილია მეორე - მწუხარება სიხარულით შეიცვლება

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის წყალობა აღემატება ნებისმიერ განსაცდელს, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბოდბის მონასტერში.

პატრიარქის თქმით, სულ მალე უფლის კურთხევით სასიხარულო ცნობებს შევიტყობთ.

დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ!“ – ბრძანა ქადაგებისას მისმა უწმინდესობამ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვა სიღნაღში, ბოდბის მონასტერში აღავლინა. ილია მეორემ ლიტურგია წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტთან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საპატრიარქო ყველა მორწმუნეს დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.